საშინაო სკოლა
დისტანციური სწავლების სრული კურსი „საშინაო სკოლა“ 1–დან მე–12 კლასის სასკოლო საგნების ვიდეო–გაკვეთილებს ერთ პორტალზე აერთიანებს.
პორტალის მეშვეობით, თქვენთვის მისაღებ დროს და ადგილას, შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა სასკოლო საგნებში: მოიძიოთ სასურველი თემა, გადაიმეოროთ განვლილი მასალა და ისწავლოთ ახალი. ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ საინტერესო გაკვეთილები მეგობრებს და შექმნათ ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც სასურველ დროს უყურებთ.
პორტალზე რეგისტრაცია და გაკვეთილების ყურება ყველასთვის ხელმისაწვდომია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. ვიდეო გაკვეთილების ნახვა შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი მოწყობილობიდან, რომელსაც აქვს ინტერნეტ კავშირი.
დისტანციური სწავლების კურსის მიზანია სასწავლო პროცესი უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.