ძებნის შედეგები:

საძიებო სიტყვით ვიდეო ვერ მოიძებნა

პორტალით სარგებლობის წესები და პირობები

ვებ პორტალი (შემდგომში: „პორტალი“) „საშინაო სკოლა“ წარმოადგენს პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილებს („სილქნეტის“ არაკომერციული პროექტი).

„პორტალით“/„საშინაო სკოლით“ სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ  ფიზიკურ პირს.

„პორტალით“/„საშინაო სკოლით“ სარგებლობლობის არეალს წარმოადგენს ყველა ის ზონა, სადაც შესაძლებელია შესაბამისი მოწყობილობით ინტერნეტთან დაკავშირება/წვდომა.

„პორტალით“/„საშინაო სკოლით“ სარგებლობისათვის (ვიდეო გაკვეთილების საყურებლად) საჭიროა რეგისტრაცია (შემდგომში: „რეგისტრაცია“). „რეგისტრაციისას“, შესაბამის ველში, ფიზიკური პირი (შემდგომში: „მომხმარებელი“) უთითებს თავისი ელ. ფოსტის მისამართს (რომელიც იქნება მომხმარებლის სახელი - Username), მობილური ტელეფონის ნომერს და სასურველ პაროლს.

„სილქნეტი“ არანაირი სახით აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, როდესაც „მომხმარებელი“ რეგისტრაციისას მიუთითებს არასწორ ან/და არასრულ ინფორმაციას (ელ. ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი და სხვ.) აღნიშნულით გამოწვეულ ყველა შედეგზე, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „მომხმარებელს“. რეგისტრაციის გავლა („პორტალზე“ რეგისტრაცია) ნიშნავს, რომ „მომხმარებელი“ ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე წესებს/პირობებს. 

„რეგისტრაციის“ დასრულებისას,  დარეგისტრირებული პირი შეძლებს „პორტალზე“ წვდომას და „საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილების ყურებას. „რეგისტრაცია“, ასევე „საშინაო სკოლით“ სარგებლობა (ვიდეო გაკვთილების ყურება) არის უფასო.

“პორტალი” (მათ შორის – “პორტალის” ვიზუალი/იერსახე, გრაფიკა და სხვ.), ასევე, „პორტალზე“ განთავსებული ვიდეო გაკვეთილები („საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილები)  არის “სილქნეტის’’ საკუთრება, შესაბამისად  „მომხმარებელს’’ ეკრძალება განახორციელოს რაიმე სახის  დამატება/ცვლილება/მოდიფიკაცია „პორტალში“/„პორტალზე“ განთავსებულ ვიდეო გაკვეთილებში ან მოახდინოს ვიდეო გაკვეთილების მიმართ ისეთი ქმედების განხორციელება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებით.  

“სილქნეტს’’ უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, “მომხმარებლის”  წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მოახდინოს „პორტალის“ განახლება/გაუმჯობესება (UPDATE).  „სილქნეტს’’ უფლება აქვს „მომხმარებლის’’ წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუწყვიტოს ან შეუჩეროს მომხმარებელს  „პორტალზე“ წვდომა  იმ შემთხვევაში, თუ: 

  • ‘’მომხმარებელი’’ დაარღვევს წინამდებარე წესებს; 
  • არსებობს ეჭვი იმისა, რომ „პორტალით’’ სარგებლობს არაუფლებამოსილი პირი ან/და „მომხმარებელი’’ „პორტალს’’/„საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილებს იყენებს კანონით აკრძალული საქმანობისათვის;

„პორტალზე“ წვდომა/‘’საშინაო სკოლით’’ სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წინამდებარე წესების დაცვით, შესაბამისად, „პორტალის“/“საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილების  გამოყენება აღნიშნული წესების დარღვევით, ჩაითვლება „პორტალის“/“საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილების არასანქცირებულ/უკანონო გამოყენებად და „სილქნეტს’’ უფლება აქვს გამოიყენოს წინამდებარე აბზაცში  აღნიშნული უფლება („პორტალზე“ წვდომის შეჩერება/გაუქმება).