უსაფრთხოების პოლიტიკა
- ჩვენ შესაძლოა მოგთხოვოთ ისეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი.
როგორ იყენებს ‘’სილქნეტი’’ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას
- თქვენი პერსონალური ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს მარტივად და დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია „სილქნეტის“ ახალი სერვისების/პროდუქტების ან/და აქციების (მარკეტინგული ღონისძიებების) შესახებ;
- თქვენი პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ჩვენს მიერ სხვადასხვა შეტყობინებების გამოგზავნის მიზნით (მაგალითად: ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, მომსახურების პირობებში და ა.შ.)
- თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ასევე, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ‘’სილქნეტის’’ მიერ ნებისმიერი სხვა მიზნისთვის რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონს.
პერსონალური ინფორმაციის დაცვა
ჩვენთან თქვენი პერსონალური ინფორმაცია დაცულია. ‘’სილქნეტი’’ გარანტიას იძლევა, რომ თქვენს მიერ გამჟღავნებული პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული ჩვენს მიერ კანონით აკრძალული მიზნებისათვის. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მესამე პირებისათვის. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თქვენი პერსონალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება მოთხოვნის წარმდგენი ორგანოსთვის. ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმ ვადით, რაც საჭიროა ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში აღწერილი მიზნების განხორციელებისთვის, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
პასუხისმგებლობა
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს მიერ წარდგენილი პერსონალური ინფორმაციის სისრულეზე, სიზუსტეზე და მის დროულად განახლებაზე. თქვენ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ შეგვატყობინოთ ნებისმიერი ცვლილება თქვენს პერსონალურ ინფორმაციაში. თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, ასევე თქვენი უნიკალური კოდი, პაროლი, “log in”-ი და ა.შ. მესამე პირებისთვის არასანქცირებული გამჟღავნებისგან. ‘’სილქნეტი’’ არანაირი სახით აგებს პასუხს მესამე პირების მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის ან/და თქვენი უნიკალური კოდის, პაროლის, “log in”-ი და ა.შ. გამოყენებით თქვენთვის მიყენებული ზიანზე.
ნებისმიერი ეჭვის გამოსარიცხად, ითვლება, რომ:
- ჩვენთვის გამჟღავნებულ თქვენს მისამართზე (მათ შორის – ელ. ფოსტის მისამართზე) ან/და ტელეფონის ნომერზე ჩვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის/შეტყობინების ადრესატი ხართ თქვენ (ინფორმაცია/შეტყობინება ითვლება თქვენს მიერ მიღებულად), ხოლო
- თქვენი უნიკალური კოდის, პაროლის, “log in”-ის გამოყენებისას – აღნიშნული უნიკალური კოდი, პაროლი, “log in”-ი გამოყენებულია თქვენს მიერ და აღნიშნულის შედეგად დამდგარ შედეგებზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.
‘’სილქნეტი’’, არც ერთ შემთხვევაში აგებს პასუხს თქვენს ან მესამე პირების წინაშე არაპირდაპირი ზიანისთვის. ‘’ჩვენ’’ უფლებას ვიტოვებთ დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები აღნიშნულ წესებში. შეცვლილი წესები გამოქვეყნდება ‘’სილქნეტის’’ ვებ გვერდზე და ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.